მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი: გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებთან და დებთან ერთად აღვნიშნოთ

“დღესასწაული, რომელიც გაზაფხულის შემოსვლას და განახლებას ნიშნავს – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ტრადიციულად უერთდება ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს. ქსანში, ციხისძირში, მუხრანში და ლისში მცხოვრებ 180 აზერბაიჯანელ ოჯახს სასურსათო კალათები გადაეცათ”,- ამის შესახებ მცხეთის მერიის მიერ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის, დიმიტრი ზურაბიშვილის თქმით, ისინი აზერბაიჯანული თემის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.

“გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებთან და დებთან ერთად აღვნიშნოთ და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ეთნიკური აზერბაიჯანული თემის მიმართ” -აცხადებს დიმიტრი ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები