ბესო ხარძიანი – გიორგი უდესიანის პირადი პატიმარი იყო ბესო ხარძიანი – იგი ციხიდან ცოცხალი ვერ უნდა გამოსულიყო, ეს იყო მთელი შინაარსი

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილმა, ბესო ხარძიანმა ციხეში მამის წამების დეტალების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მიზეზი იყო გიორგი უდესიანი“

მისი თქმით, ბესო ხარძიანი გიორგი უდესიანის პირადი პატიმარი იყო, რომელიც ციხიდან ცოცხალი ვერ უნდა გამოსულიყო.

„ძირითადი მიზეზი იყო გიორგი უდესიანი. მას ჰქონდა კუს ტბის წილების ინტერესები. ეს იყო ძირითადი და მნიშვნელოვანი. ბესო ხარძიანი ციხეში იყო და რაღაცებით შეიძლება სარგებლობდნენ, მაგრამ ეს იყო ძირითადი მიზანი და დაახლოებით 6-7 თვის განმავლობაში ძალიან ცუდ პირობებში იყო. შემდეგ თავი დაანებეს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური განცხადება ხელისუფლებაში მოსვლასთან და არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებული იყო და ამაზე გადაერთნენ. ამ საქმეს ახლა მიხედავდნენ და შემდეგ მოუბრუნდებოდნენ ისევ ამ საქმეს. მოკლედ, ბესო ხარძიანი იქიდან ცოცხალი ვერ უნდა გამოსულიყო ეს იყო მთელი შინაარსი. გიორგი უდესიანის პირადი პატიმარი იყო ბესო ხარძიანი, სპეც პატიმარი, განსაკუთრებული პატიმარი იყო ბესო ხარძიანი და მის ხელში იყო“-განაცხადა ბესო ხარძიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები