,,ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც კი აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მყისიერად გადაიტვირთება.
„ყველაფერთან ერთად, ჩვენ იმ ღირებულებების თანხვედრასაც ვხედავთ, რომელიც გვაქვს კონკრეტულ მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციებთან მიმართებით, მაგრამ ამავდროულად, სიფრთხილით ვუყურებთ და წარმატებას ვუსურვებთ პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას იმ ბრძოლაში, რომელიც მან პრიორიტეტად წარმოაჩინა „დიფ სთეითის“ დამარცხების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ის წარმატებული იქნება „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში, მყისიერად, ძალიან მარტივად მოხდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვა“, – აცხადებს მიქანაძე.