დავით შერაზადიშვილი: მოხარული ვარ, რომ ჩვენმა მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელების წარმატებული მაგალითები აჩვენეს

საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი დმანისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ ჩატარებული საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებას ულოცავს.

დმანისმა ორ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება: „თაობათა შორის ტექნოლოგიური ხიდი“ – ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდებსა და უფროს თაობას ტექნოლოგიით აკავშირებს, „სოციალური სერვისების გავლენის შეფასების მექანიზმის შემუშავება და დანერგვა“ – პროექტი, რომელიც სოციალურ პროგრამებს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა კი პრიზი მოიპოვა ნომინაციაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება პროექტით – „ქალთა ფეხბურთი თეთრიწყაროში“.

„დმანისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს ვულოცავ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ ჩატარებული საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებას.

მოხარული ვარ, რომ ჩვენმა მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელების წარმატებული მაგალითები აჩვენეს, რაც მათი პროფესიონალიზმისა და შრომის შედეგია.

კიდევ ერთხელ ვულოცავ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს და მათ გუნდს საქმიანობის დაფასებას“, – აღნიშნავს დავით შერაზადიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები