უკრაინაში ათასობით დაღუპული ჯარისკაცის დედებს ატყუებენ (ვიდეო)

უკრაინაში 4,5 ათასი რუსი ჯარისკაცია დაღუპული. მათ დედებს კი ატყუებენ, რომ სამხედროებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. უკრაინულ პრესაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო წარმომადგენლების მხრიდან ტყუილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. როგორც ერთ-ერთი უკრაინული გამოცემა იუწყება, უკრაინაში მყოფი ჯარისკაცების დედებს ეუბნებიან, რომ მათი შვილები წვრთნებზე არიან. დაღუპულების სიკვდილის მიზეზად კი რუსეთის ფედერაციის თანამდებობის პირები ინსულტს, ტრავმებს, ინფარქტს და სუიციდს ასახელებენ. ინფორმაცია ამის შესახებ რუსმა უფლებადამცველმა ელენა ვასილიევამ გაავრცელა. ვასილიევას თქმით, ის ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მასალებს იღებს, რომელთაც რუსებისგან ცენტრალური არხები მალავენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=LHE_2NTHGvo” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები