მოლდოვაში რუსული უცხო ენად გამოცხადდა

მოლდოვაში რუსული ენა უცხოური ენის სტატუსს იღებს და მას სკოლებში ინგლისური და ფრანგული ენების მსგავსად, როგორც უცხო ენას ისე შეისწავლიან. ეს ინფორმაცია მოლდოვის განათლების მინისტრმა მაია სანდუმ გაახმოვანა. შეგახსენებთ მოლდოვაში 7 ოქტომბერს მიიღეს კოდექსი განათლების შესახებ, რომელმაც 1995 წელს მიღებული ძველი განათლების შესახებ კანონი შეცვალა. სწორედ ამ კოდექსის მიხედვით მოხდა რუსული ენის უცხო ენად გამოცხადება. მიღებული კანონი გამორიცხავს რუსულ ენას სავალდებულო შესწავლის საგნების სიიდან და მას უცხო ენის სტატუსს ანიჭებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები