საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა გაგრძელდება

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა გაგრძელდება. პროცესზე დასკვნით სიტყვას ბრალდების მხარე წარმოთქვამს, რის შემდეგაც მხარეები სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან. „ე.წ. ნავთლუღის საქმეზე უდიდესი ძალისხმევა გასწიეს საგამოძიებო ორგანოებმა, რათა მომხდარის რეალური სურათი დაენახა სასამართლოს. ჩვენ დავადასტურეთ, რომ სპეც-ოპერაციად მონათლულმა დანაშაულმა რეალურად სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ აღვწერთ დასკვნით სიტყვაში და შემდეგ უკვე ველით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.
გამოძიების ინფორმაციით, 2006 წლის ნავთლუღის სპეც-ოპერაცია წინასწარ იყო დადგმული ძალოვანი მაღალჩინოსნების მიერ. ბრალდება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას ამ საქმეზე გაქცევის ორგანიზების აღიარების მიზნით პატიმართა ფიზიკურ ზეწოლას ედავება. ამავე საქმეზე ბრალი აქვთ წარდგენილი გიორგი მაზმიშივილსა და ლევან ქარდავას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები