“ისლამურ სახელმწიფოსთან” საბრძოლველად თურქეთმა აშშ-ს საკუთარი ბაზები შესთავაზა

თურქეთმა აშშ-ს ერაყში და სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად საკუთარი სამხედრო-საჰაერო ბაზების გამოყენების უფლება მისცა. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში სიუზან რაისმა განაცხადა.
მისივე თქმით, თურქეთმა აშშ-ს მხრიდან ერაყის და სირიის ტერიტორიაზე ოპერაციების ჩასატარებლად და სირიის ოპოზიციური ძალების მოსამზადებლად საკუთარი სამხედრო ბაზების გამოყენებაზე თანხმობა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ აშშ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შექმნილი საერთაშორისო კოალიციის სათავეშია. ბოლო კვირების განმავლობაში კოალიციის წევრები „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე პერიოდულად ავიადარტყმებს ახორციელებენ. ტერორისტული დაჯგუფება სექტემბრის შუა რიცხვებიდან სირიის და თურქეთის საზღვარზე განლაგებულ ქურთულ ქალაქ კობანზე იერიშს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები