ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურ ფაზაშია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

,,დაბა ბაკურიანში, დიდ და პატარა მიტარბში, თორში და ანდეზიტში გამართულ შეხვედრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, დაბა ბაკურიანში მერის წარმომადგენელი ქეთევან ლონდარიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თვითმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა
#2025წელი
#ინფრასტრუქტურა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები