შენონ ბრიგსის განცხადებით, მას კლიჩკოს წარმომადგენლები სიკვდილით ემუქრებიან
ამერიკელი მოკრივის შენონ ბიგსის განცხადებით მას დაუკავშირდნენ ვლადიმერ კლიჩკოს წარმომადგენლები და სიკვდილით დაემუქრნენ. „მე დამიკავშირდნენ კლიჩკოს წარმომადგენლები და მოკვლით დამემუქრნენ. მითხრეს, რომ პრობლემები შემექმნებოდა თუკი კლიჩკოს კიდევ მივუახლოვდებოდი. მე არასოდეს მინახავს ვლადიმერის მსგავსი, მისი გატეხვა ძალიან ძნელია. ის ძალიან მშვიდია. მე ძალიან გამიჭირდა მისი გატეხვა, მაგრამ ახლა როგორც იქნა მოვახერხე ეს“ – მოჰყავს „Boxingscene“-ს ბრიგსის სიტყვები.
შეგახსენებთ ბრიგსი WBA,WBO და IBF -ის ვერსიებით მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს, საბრძოლველად გამოწვევის მიზნით პროვოკაციებს მუდმივად უწყობს. უკანასკნელად ამერიკელმა კლიჩკოს ნავი გადააბრუნა.