რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით დაგეგმილი, გასვლითი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, პირველი შეხვედრა, დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ სახელმწიფო რწმუნებულს მიმდინარე წლის მანძილზე განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები ანგარიშის სახით წარუდგინა,”- ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასვლითი სამუშაო შეხვედრები მუნიციპალიტეტებში ითვალისწინებს ყველა იმ მნიშვნელოვანი თემის, უშუალოდ, ადგილზე განხილვას, რომელიც მოიცავს მერიების საქმიანობას.

შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მერიებში არსებული სამსახურების უფროსებთან ერთად უძღვებიან, სახელმწიფო რწმუნებულს ანგარიშის სახით წარუდგენენ თვის მანძილზე განხორციელებულ საქმიანობას, აგრეთვე ერთობლივად იგეგმება სამომავლოდ შესასრულებელი, კონკრეტული, ღონისძიებები ყველა მიმართულებით.

პაპუნა მარგველიძის თქმით, მათი ძალისხმევა ყოველთვის მიმართულია იქითკენ, რომ ერთობლივი მუშაობით რეგიონში არსებული გამოწვევები სწრაფად გადაიჭრას.

‘’დღეს მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ბატონმა ზვიადმა, სამსახურის უფროსებთან ერთად პრეზენტაციის სახით წარმოგვიდგინა მიმდინარე წლის მანძილზე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები, მოხდა ინფორმაციების გაცვლა და შეჯერება. აღსანიშნავია, რომ გასვლითი სამუშაო შეხვედრები ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება და არ იქნება ერთჯერადი ხასიათის. ჩვენი ძალისხმევა ყოველთვის მიმართულია იქითკენ, რომ ერთობლივი მუშაობით რეგიონში არსებული გამოწვევები სწრაფად დავძლიოთ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მჭიდრო კომუნიკაციით კი შესაძლებელია მოვახდინოთ ეფექტური მუშაობა.’’- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები