ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯურუყვეთში, შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა,“- ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოები კომპანია ,,პალადამ” განახორციელა.
„სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 182 636 ლარით დაფინანსდა.
სოფელ ჯურუყვეთში გზის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაათვალიერა,“- წერია ინფორმაციაში.