„ფოცხო-ეწერში ანძა დაიწვა, ჯვარში საცხოვრებელი სახლი“ – წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, სამეგრელოში, რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია
ამ წუთისთვის ფოცხო-ეწერში ანძა დაიწვა, ჯვარში საცხოვრებელი სახლი, – ამის შესახებ წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.
„ნუ დაანთებთ ცეცხლს!
ნუ დაანთებთ.
ამ წუთისთვის ფოცხო-ეწერში ანძა დაიწვა (მიმდებარედ დენი გაითიშა). ჯვარში საცხოვრებელი სახლი. კანთში და ლეხარჩილეში ხანძარია.
მუნიციპალიტეტს გააჩნია ორი სახანძრო მანქანა.
მოქალაქეობრივი შეგნების მიღმა არის კანონი.
ეს ქმედება დასჯადია.
პ.ს გაითვალისწინეთ, რომ მარტვილშიც ხანძარია.
წალენჯიხაში ძლიერი ქარია, რაც ხელს უწყობს ცეცხლის გავრცობას.
მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.
ამ წუთებში დარჩენილია ხანძრის ორი კერა – ჯგალში, კანთი და ლესალე. მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაცია“, – წერს თამარ ბელქანია Facebook-ზე.