ტრამპი ირანს ემუქრება, თუ „ჰუსიტები“ ამერიკულ გემებს კვლავ თავს დაესხმებიან

FILE PHOTO: U.S. President Donald Trump signs documents as he issues executive orders and pardons for Jan. 6 defendants in the Oval Office at the White House on Inauguration Day in Washington, U.S., January 20, 2025. REUTERS/Carlos Barria/File Photo

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ემუქრება, თუ „ჰუსიტები“ ამერიკულ გემებს კვლავ თავს დაესხმებიან.

როგორც შეერთებული შტატების ლიდერი აცხადებს, შედეგები სავალალო იქნება.

„არავინ მოტყუვდეს! „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული ასობით თავდასხმა, იემენში დაფუძნებული ბოროტი განგსტერებისა და ავაზაკების მიერ, რომლებსაც იემენელი ხალხი სძულთ, ირანიდან მოდის და ირანში იქმნება. „ჰუსიტების“ ნებისმიერ შემდგომ თავდასხმასა და საპასუხო ნაბიჯს დიდი ძალა შეხვდება და არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს ძალა იქ გაჩერდება.

„ჰუსიტების“ მიერ ამიერიდან გასროლილი ყოველი გასროლა განიხილება,  როგორც გასროლა ირანის იარაღიდან და ხელმძღვანელობისგან და პასუხისმგებელი ირანი იქნება, პასუხს აგებს და შედეგები საშინელი იქნება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები