გურამ მაჭარაშვილი: მედიასაშუალებები არ არსებობენ იმისთვის, რომ მხოლოდ თავიანთი ინტერესები გაატარონ საზოგადოებაში

,,საქართველოში ნელ-ნელა უნდა შევეგუოთ იმას, რომ მედიასაშუალებები არ არსებობენ მხოლოდ იმისთვის, რომ მხოლოდ თავიანთი ინტერესები გაატარონ საზოგადოებაში”,- ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიის შესახებ კანონპროექტებზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ევროპის ქვეყნების, ან შეერთებული შტატების კანონმდებლობიდან იმიტომ კი არ გადმოგვაქვს კანონები და კანონპროექტები, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევქმნათ, არამედ პრაქტიკაში, იქ უკვე არის გავლილი და როგორ მოქმედებს პრაქტიკაში, არის გამოცდილი. „ხალხის ძალამ“ 2 წლის წინ „ფარაც“ იმავენაირად დავაინიცირეთ, იმიტომ რომ ვიცოდით, ეს პრაქტიკაში იყო გავლილი. ასევე არის ეს მედიარეგულაციები. ჩვენ, საქართველოში ნელ-ნელა უნდა შევეგუოთ იმას, რომ მედიასაშუალებები არ არსებობენ მხოლოდ იმისთვის რომ მხოლოდ თავიანთი ინტერესები გაატარონ საზოგადოებაში. გასაგებია, რომ შეიძლება რომელიმე ტელეკომპანია სიმპათიებით გამოირჩეოდეს რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართ, მაგრამ ეს არ აძლევს საშუალებას ამ ტელეკომპანიას, რომ ტყუილები უთხრას საზოგადოებას. როდესაც გამოდის წამყვანი, ტყუილს ამბობს პირდაპირი გაგებით და მერე ამ ტყუილზე ააგებს კითხვებს, რა თქმა უნდა ეს არის ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევა.

ეს კანონპროექტი ბრიტანეთში თუ უზრუნველყოფს მედია სტანდარტს, საქართველოში რატომ არ უზრუნველყოფს? რატომ არ ამბობენ, რომ მაგალითად ბრიტანეთში მოქმედებს ეს კანონი და არის ცენზურა და მოდი ამ ცენზურას ჩვენ ნუ გადმოვიღებთო – ვერ იტყვიან, იმიტომ რომ ამაზე პასუხს მოსთხოვენ მერე მათი პატრონები დიდი ბრიტანეთიდან, ასე რომ აი ეს ორმაგი თამაშები და ორმაგი სტანდარტები გაცვდა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები