დეკანოზი იოანე – ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება; გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ – საჭიროა პრევენციული ზომები
“მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება და ასევე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ – საჭიროა პრევენციული ზომები”, – ამის შესახებ დეკანოზმა იოანემ (გორელიშვილი) საქართველოში ანტინარკოტიკული რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ნარკოტიკის შოვნა დღეს ძალიან მარტივი გახდა.
„სამწუხაროდ, ნარკოტიკის შოვნა დღეს ძალიან მარტივი გახდა და მასთან წვდომა აქვს სკოლის მოსწავლეებსაც კი, რაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. ამიტომაც, მასთან ბრძოლა უნდა იყოს პრიორიტეტი.
მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება და ასევე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ, რადგანაც საჭიროა პრევენციის ზომები, რათა მომავალი თაობა იყოს დაცული და ასევე, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება“, – განაცხადა მამა იოანემ.
ცნობისთვის, პარლამენტში ანტინარკოტიკულ რეფორმაზე მუშაობა გრძელდება.