მარტვილის მუნიციპალიტეტში, წაჩხურუს მთის ფერდობზე ხანძარია
მარტვილის მუნიციპალიტეტში, წაჩხურუს მთის ფერდობზე ხანძარია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის, თორნიკე ჯანაშიას ინფორმაციით, ხანძარი მოსახლეობის სიახლოვეს არ არის.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში რვა ლოკაციაზე იყო ხანძარი, თუმცა ამ წუთას მხოლოდ ერთ ადგილას, ნობულევის მხარეს, წაჩხურუს მთის ფერდობზეა, რომელსაც სავარაუდოდ მალე ჩააქრობენ“, – განაცხადა ჯანაშიამ.