ოზურგეთში, მალაზონიას ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ ოზურგეთში, მალაზონიას ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
“სამუშაო პროცესს ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, ნიკა ბოლქვაძესა და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.
პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება”,- წერია ინფორმაციაში.