ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები და კონსულტაციები დასრულდა
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები და კონსულტაციები დასრულდა,“- ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ რატევნის, მამხუტის, ქვემო არქევანის, ზემო არქევანისა და ხატავეთის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
„საერთო კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის 45 სოფელსა და 2 დაბაში გაიმართა. დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობასთან კონსულტაციითა და გადაწყვეტილებით შეირჩა.
მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნულ სოფლებში გასულ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
ცენტრალური ბიუჯეტიდან წელს პროექტების განსახორციელებლად ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის 714 000 ლარი გამოიყო და, საჭიროების მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერია პროექტებს ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განახორციელებს,“- ნათქვამია ინფორმაციაში.