შალვა პაპუაშვილი: დიპლომატებს თავი მოაქვთ, როგორც ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკის განმსაზღვრელები; არავის არ მიუცია მათთვის უფლება, რომ ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, დაბრუნდნენ თავის დიპლომატიურ ჩარჩოებში

“არავინ არის ჩამოსული როგორც ზედამხედველი და გენერალ გუბერნატორი საქართველოში. ამას გულისხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. ის, რაც ცუდი არის პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და ის რაც არ შეიძლება პოლონეთში, გერმანიაში და საფრანგეთში არ შეიძლება საქართველოში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომელიც დიპლომატების მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევას ეხებოდა.

„თავი გენერალ – გუბერნატორები ჰგონიათ თუ როგორ გაბედა ქართველმა პოლიტიკოსმა სიტყვა შეუბრუნა და უთხრა, რომ მათი გადასაწყვეტი არ არის ამ ქვეყანაში ყველაფერი. ვენის კონვენცია გულისხმობს, რომ დიპლომატებს ეკრძალებათ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა, მონაწილეობა შიდა პოლიტიკაში. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი დიპლომატის ქცევისა და ამ ქცევის მიღმა არის რამდენიმე ელჩი საქართველოში, რომელზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ.

დიპლომატებს, ელჩებს თავი მოაქვთ, როგორც ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკის განმსაზღვრელები. არავის არ მიუცია მათთვის უფლება, რომ ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკაში. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ დაბრუნდნენ თავის დიპლომატიურ ჩარჩოებში. მათი ამოცანა არის საკუთარი ქვეყნის წარმოდგენა საქართველოში და ზრუნვა იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის იყოს შესაბამისი ურთიერთობები. ნაცვლად ამისა, ვხედავთ, რომ დღე გამოშვებით ოპოზიცია უზით თავის საელჩოებში ან თვითონ დადიან ოპოზიციასთან ოფისებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები