შალვა პაპუაშვილი: საქართველო სამაგალითო პარტნიორი იყო აშშ-თვის, ამის საპასუხოდ, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ამერიკაში თუ ევროკავშირში, ჩვენგან ითხოვდნენ ესკალაციას, თავზეხელაღებულ ქცევას, რაც პირდაპირი ბილეთი იყო ხელახალი ომისკენ

“საქართველო სამაგალითო პარტნიორი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„გავყევით ყველა ომში, სადაც გაყოლა შეგვეძლო, ვიყავით ერაყში, ავღანეთში, გადავასწარით ნატო-ს წევრ თითქმის ყველა ქვეყანას და ვიყავით მეოთხე ქვეყანა კონტინგენტის რაოდენობით, მხარში დავუდექით ყველა სირთულის დროს იმ შესაძლებლობით, რომელიც ჩვენ გვქონდა და ამის საპასუხოდ ჩვენ დავინახეთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი იქნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ თუ ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქში, ჩვენგან ითხოვდნენ ესკალაციას, თავზეხელაღებულ ქცევას, რაც პირდაპირი ბილეთი იყო ხელახალი ომისკენ.

ის რაც დაშავდა ამ ურთიერთობაში, ეს არ იყო ჩვენი მიზეზით. რაც უფრო ნათელი ექნება ამ ურთიერთობებს აღდგენა, რაც უფრო მეტად დაინახავს საქართველოს საზოგადოება ნამდვილ პარტნიორობას, მით უფრო ნათელი იქნება რომ ახალმა ადმინისტრაციამ შეძლო ამ არაფორმალური ქსელების დამარცხება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები