ბაღდადში აფეთქებების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა

  38 ადამიანი დაიღუპა ბაღდადში და მის მიდამოებში აფეთქებებების სერიის შედეგად. უცხოური პრესის ცნობით, პირველი ავტომობილი კაზიმიას რაიონში ბაღდადის ჩრდილოეთით აფეთქდა. დაიღუპა 11 ადამიანი. კიდევ 2 აფეთქება ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთით შულას რაიონში მოხდა.
გარდა ამისა, ტერორისტული აქტს ასევე ბაღდადის ბაზართან ჰქონდა ადგილი. კამიკაძემ თავი აიფეთქა. როგორც უცხოური პრესა წერს, ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია. თუმცა, რადგან აფეთქებები შიიტებით დასახლებულ რაიონებში მოხდა, ჩნდება ვარაუდი, რომ ტერაქტები „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ განახორციელეს.
შეგახსენებთ, რომ სუნიტების რადიკალურმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის ტერიტორიის დიდი ნაწილი ქვეყნის ჩრდილოეთით და დასავლეთით დაიპყრო. მათ ადგილობრივმა მუსლიმმა სუნიტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები