დონეცკში ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 ადამიანი დაიღუპა

  შაბათს გამოცხადებული „სიჩუმის რეჟიმის“ შემდეგ დონეცკში სროლები კვლავ არ წყდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების ზონაში 12 ადამიანი დაიღუპა.
„არტილერიული სროლების შედეგად 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 6 ქალი და 1 ბავშვია. 13 ადამიანი დაიჭრა, ამ დროისთვის ისინი ჰოსპიტალიზირებულები არიან“, – განცახადა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „თავდაცვის სამინისტროს“ პოლიტინფორმაციის განყოფილების უფროსმა ედუარდ ბასურინმა.
ბასურინის განცხადებით, საერთო ჯამში ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელი ძალოვანების მხრიდან სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის 20 შემთხვევა დაფიქსირდა. ბასურინის ინფორმაციით, ყველაზე მძიმე სიტუაცია დონეცკის აეროპორტის მიდამოებშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები