პუტინი დიდი ოცეულის სამიტში მონაწილეობას მიიღებს

რუსეთის პრეზიდეენტი ვლადიმერ პუტინი ნოემბერში დაგეგმილ დიდი ოცეულის (G20) სამიტში მონაწილეობას მიიღებს.
ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ლიდერს სამიტზე დასწრების უფლება მისცეს, ავსტრალიის პრემიერ–მინისტრმა გააკეთა.
ტონი ებოტის შეფასებით, ბრისბენში ვლადიმერ პუტინი უნდა მიიღონ, რადგან რუსეთი დიდი ოცეულის წევრია.
ცნობისთვის, სწორედ ავსტრალიის პრემიერი იყო ინიციატორი, რომ საერთაშორისო გაერთიანებას მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების შემდეგ ვლადიმერ პუტინისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები