საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია საბავშვო თეატრალური ფესტივალისთვის რეგისტრაციას აცხადებს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია საბავშვო თეატრალური ფესტივალისთვის რეგისტრაციას აცხადებს. – ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
“ფესტივალის მიზანი: თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია; ნიჭიერი და შემოქმედებითი ახალგაზრდების წარმოჩენა და წახალისება. ფესტივალის პირობები: ფესტივალი ტარდება ქართულ ენაზე; თეატრალურ ნომრებს შეაფასებს ჟიური; ფესტივალის ჟიური გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობის მიხედვით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ჟიურის თავმჯდომარე; სპექტაკლებისთვის შერჩეული თემა თავისუფალია; სპექტაკლის ხანგრძლივობა 20 – 30 წუთი;
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს (ასაკი შეუზღუდავია); სკოლას შეუძლია მხოლოდ ერთი წარმოდგენის გამოტანა; დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაციული, სხვისი უფლებების შემლახავი სცენები, ასეთი სპექტაკლი ფესტივალზე არ დაიშვება. ფესტივალის ნომინაციები: საუკეთესო სპექტაკლი – გრან-პრი – 2000 ლარი; საუკეთესო რეჟისორი – 1000 ლარი;
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – 800 ლარი; საუკეთესო მსახიობი ქალი – 800 ლარი;
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი მამაკაცი – 600 ლარი; საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ქალი – 600 ლარი;
საუკეთესო მხატვრობა – 800 ლარი;
საუკეთესო სცენარი – 800 ლარი;
საუკეთესო მუსიკალური გაფორმება – 800 ლარი. ზემოაღნიშნული ყველა თანხა იბეგრება საშემოსავლო გადასახადით; ფესტივალის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებები: ფესტივალის საზეიმო გახსნა და დახურვა; სპექტაკლების ჩვენება; მასტერკლასები;
ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ინფორმაცია 2025 წლის 1 აპრილამდე,
ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართზე kultura.sagarejo@gmail.com ფესტივალი ჩატარდება საგარეჯოს კულტურის სახლის დიდ დარბაზში, ივნისში (ჩატარების თარიღთან დაკავშირებულ ინფორმაციას მოგვიანებით გაცნობებთ). საკონტაქტო პირი: ნინო ქაიხოსროშვილი – 599 85 10 91″,- წერია ინფორმაციაში.