ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში, დაბის ცენტრთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში, დაბის ცენტრთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. – ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე პროცესს ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, ნიკა ბოლქვაძესა და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.
თალაკვაძის თქმით, მალე თოვლის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა დაიწყება.
„ვაკეთებთ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას და განახლებას ოზურგეთში. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მალე თოვლის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენასაც დავიწყებთ. ამჯერად, დაბა ნარუჯაში, მე-3 რაიონში დაბის ცენტრთან დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდს ვაკეთებთ,”- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.
სამუშაოები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების” ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები