პაპუაშვილი – სხვადასხვა ქვეყანაში ოპოზიციონერების ვიზიტზე: გვაჩვენონ, ვისი ფულით არიან წასულები და გაეცემა კითხვას პასუხი, ვისი მარიონეტები არიან „ენჯეოები“ და ოპოზიციის წარმომადგენლები
“ჩვენ ვნახეთ ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ერთობლივი ტური, რომელიც ახლა ჰქონდათ ბალტიის ქვეყნებში, სკანდინავიის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში იყვნენ. ვისი ფულით იყვნენ ამ ქვეყნებში, თქვან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
“დაასახელონ, აჩვენონ საზოგადოებას ქვითრები და გადარიცხვები, ვინ იყიდა ბილეთი, ვინ განათავსა ისინი სასტუმროში, ვისი ფულით დადიან ქართველი პოლიტიკოსები. აი, ვისი ფულითაც დადიან, იმათი მარიონეტები არიან. ამიტომ, გვაჩვენონ, ვისი ფულით არიან წასულები და გაეცემა კითხვას პასუხი პირდაპირ, ვისი მარიონეტები არიან „ენჯეოები“ და ოპოზიციის წარმომადგენლები“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.