“ადრე რაც USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხელით კეთდებოდა, ახლა გადანაწილებულია ან ბრიუსელიდან პირდაპირ დაფინანსებული ორგანიზაციებით, ან ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქზე” – პაპუაშვილი
“ადრე რაც USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხელით კეთდებოდა, ახლა უკვე გადანაწილებულია ან ბრიუსელიდან პირდაპირ დაფინანსებული ორგანიზაციებით, ან ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბევრ საკითხთან დაკავშირებით საქართველო “ლაკმუსის ქაღალდი” გამოდგება ხოლმე.
“ვხედავთ ჩვენ ახლაც, რომ მიდის გადაჯგუფება. ადრე რაც USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხელით კეთდებოდა, რომელიც თავად აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა თაღლითობასა და სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის ორგანიზებაში, ახლა ეს მცდელობები და ქმედებები უკვე გადანაწილებულია ან ბრიუსელიდან პირდაპირ დაფინანსებული ორგანიზაციებით, ან ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქზე. ვხედავთ ჩვენ უკვე უკვე დივერსიფიცირებულ თავდასხმას ქართველ ხალხზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და მთლიანად საქართველოზე. ვხედავთ, რომ მათ შორის ეს ვიზიტები, რაც იყო ბოლო პერიოდში, ტური, რაც მოუწყვეს მათ მარიონეტებს, რათა მიიღონ შესაბამისი ინსტრუქცია და დავალებები, ეს არის ჩვენთვის ტესტი, საბოლოო ჯამში. ვინაიდან, როდესაც საუბარი იყო „დიფ სთეითზე“ და მის დამარცხებაზე, აქ ჩვენი წარმოდგენა არის ასეთი, რომ უნდა ამოიძირკვოს საერთოდ, სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციის ქსელები და არ უნდა მოხდეს მათი რებრენდინგი. იმას, რასაც ადრე ერქვა USAID-ი, ახლა არ უნდა დაერქვას ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც ისედაც არსებობდა და უფრო აქტიურად ითანამშრომლოს, თუ ესტონეთის დახმარების ორგანიზაცია და ასე შემდეგ, რასაც ჩვენ ეს პერიოდი ვაკვირდებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.