პოროშენკო და პუტინი შეხვედრაზე ბუნებრივი აირის საკითხს განიხილავენ

  უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან.
პრეზიდენტების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ბუნებრივი აირის საკითხი იქნება. პეტრო პოროშენკო იმედს გამოთქვამს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შედეგიანი აღმოჩნდება და მხარეები ბუნებრივ აირთან დაკავშირებულ საკითხებზე გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევენ.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ხარკოვში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
პეტრო პოროშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ამინისტიის შესახებ, ისევე, როგორც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების თაობაზე კანონს ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.
პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 17 ოქტომბერს მილანში გაიმართება, სადაც ვლადიმერ პუტინი აზია-ევროპის სამიტზე დასასწრებად ჩადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები