გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ბაკურიანის ახალგაზრდულ ბანაკს სტუმრობდნენ

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ბაკურიანის ახალგაზრდულ ბანაკს სტუმრობდნენ. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

,,ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცეს და ბანაკის პირველი ნაკადის დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ.

პროექტი “ახალგაზრდა ლიდერები 2025″ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ საერთაშორისო ტექნოლოგიური ინტელექტის თანამშრომლობით ხორციელდება.

ახალგაზრდები ესწრებოდნენ ტრენინგებს სასკოლო თვითმმართველობის განვითარების, პროექტის წერისა და პრეზენტაციის, სოციალური აქტივიზმის, ახალგაზრდული მუშაკის კომპეტენციების, ინოვაციური ტექნოლოგიების, სტარტაპებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ.

გარდა შემეცნებითი აქტივობებისა, ისინი ჩართულები იყვნენ სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებშიც.

პროექტის მიზანია ლიდერული თვისებების განვითარება, პროექტების წერისა და მართვის შესწავლა, საგრანტო პროექტების მოძიება და მათი პრიორიტეტების განსაზღვრა.

მიმდინარე წელს ბანაკი15-დან 29 წლამდე ასაკის 80 ახალგაზრდას ორ ნაკადად მასპინძლობს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები