ლევან დავითაშვილი: თურქმენეთთან რამდენიმე მიმართულებით გვაქვს თანამშრომლობის პერსპექტივა, გვინდა, რომ მეტი ეკონომიკური შედეგი მივიღოთ, ეს ეხება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობას

რამდენიმე მიმართულებით გვაქვს თანამშრომლობის პერსპექტივა თურქმენეთთან, გვინდა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს და მეტი ეკონომიკური შედეგი მივიღოთ ამ თანამშრომლობით, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ეს ეხება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობას.

„რამდენიმე მიმართულებით გვაქვს თანამშრომლობის პერსპექტივა თურქმენეთთან, გვინდა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ხელშესახები იყოს საქართველოსთვის და მეტი ეკონომიკური შედეგი მივიღოთ. ეს ეხება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. თურქმენეთი არის ენერგოპროდუქტებით მდიდარი ქვეყანა და შესაბამისად, ჩვენ საუბარი გვექნება ენერგორესურსების საქართველოში შესაძლო იმპორტზე ან ტრანზიტზე. ასევე განსახილველ საკითხთა შორის იქნება ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა. თურქმენეთს ასევე გააჩნია საკმაოდ დიდი მინერალური რესურსები, რომელიც ექსპორტირებულია სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად დავაინტერესოთ თურქმენეთი ჩვენი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით. ამაზე ჩვენ წლების წინ დავიწყეთ დიალოგი, თუმცა უფრო ქმედითი, უფრო ხელშესახები შედეგი რომ მივიღოთ, ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ამის წინაპირობები არსებობს. ჩვენ სამუშაო ფორმატში თურქმენ კოლეგებთან ამაზე ვმუშაობთ და ამ ვიზიტის ფარგლებში, ვფიქრობ, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, შეთანხმება იმაზე, რომ საქართველოს პლატფორმა გამოყენებული იყოს თურქმენული მინერალებისთვის, თურქმენული სასუქებისთვის, საერთაშორისო ბაზარზე გასატანად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები