ზუგდიდში ახალი ხიდი შენდება
„ზუგდიდში ახალი ხიდი შენდება, რაც ცენტრალური საავტომობილო გზაზე
მოძრაობას განტვირთავს,“- ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს. ზუგდიდში ქალაქის ტერიტორიაზე ახალი ხიდი მდინარე ჩხოუშზე ბოლო 40 წელია არ აშენებულა.
„სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის
სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 1 870 000 ლარია,
რომლისთვისაც თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. ახალი ხიდის
სიგრძე 32 მეტრი იქნება. აღნიშნული პროექტით ქალაქს მნიშვნელოვანი პრობლემა მოეხსნება და ცენტრალური საავტომობილო გზა განიტვირთება,”- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.