„დიფ სთეითს“ უზარმაზარი გავლენა აქვს ევროპელ პოლიტიკოსებზე, ევროპული ქვეყნების ლიდერებზე, ევროკავშირის ხელმძღვანელობის სტრუქტურებზეც” – შარმანაშვილი

„დიფ სთეითს“ უზარმაზარი გავლენა აქვს ევროპელ პოლიტიკოსებზე, ევროპული ქვეყნების ლიდერებზე, ევროკავშირის ხელმძღვანელობის სტრუქტურებზეც. ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან წამოწეული წინა პლანზე, რომლებიც ახმოვანებენ „დიფ სთეითის“ იმ დავალებებს, რომლებიც უნდა შეასრულონ სიტყვაშეუბრუნებლად ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და, რა თქმა უნდა თვითონ იმ მთავრობებმაც, რომლებიც გამოდიან ასეთი ინიციატივებით”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ბალტიისპირეთისთვის საქართველოს არაფერი დაუშავებია, მაგრამ მათ ასეთი დავალება მიიღეს და თავს უფლებასაც კი აძლევდნენ მიტინგებზე გამოსულიყვნენ მათი მინისტრები და ანტისამთავრობო მოწოდებები ჰქონოდათ.

“ამიტომ, ეს ჩვენთვის სიახლე არ არის. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, „დიფ სთეითის“ დავალებით ადგენენ რაღაცა სიებს ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ოფისები და რეგისტრაციის ადგილებიც კი გადაიტანეს ბალტიისპირა ქვეყნებში, რათა არ მოქცეულიყვნენ გამჭვირვალობის კანონის იურისდიქციაში და არ ჰქონოდათ გასამხელი, რისთვის ხარჯავდნენ იმ თანხებს რომელსაც იღებდნენ. თუმცა ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა ბევრი რამ და ჩვენთვის ცნობილი გახდა, რაში იხარჯებოდა მათი მხრიდან ეს ფული. ისინი თავის ამ ბნელ საქმიანობას ისევ აგრძელებენ უკვე ბალტიისპირეთის გავლით, აგრძელებენ ზეწოლას საქართველოზე, რომელსაც აქამდე არ მოუტანია მათთვის შედეგი, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტს არ დათმობს, არ ჩაერთვება ამ პროქსი ომებში, არ ჩაერთვება ეკონომიკურ ავანტიურებში, ამას შედეგი არ ექნება, მაგრამ ისინი რა თქმა უნდა მაინც გამალებით ცდილობენ ამის გაკეთებას“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები