თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალურმა ძალებმა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების პოზიციას რუსულ იარლიყს აწებებდნენ, კეთილი ინებონ და ამის გამო ბოდიში მოიხადონ
რადიკალურმა ძალებმა, იქნება ეს რადიკალური ოპოზიცია, მათთან აფილირებული „ენჯეოები“ თუ სხვები, რომლებიც ხელაღებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციას რუსულ იარლიყს აწებებდნენ, ახლა კეთილი ინებონ და ამის გამო ბოდიში მოიხადონ, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
„ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ქვეყანა იყო არიდებული ძალიან დიდ საფრთხესა და გამოწვევას. პრაქტიკულად, ამ „პროქსი-ომში“ ჩართვა საქართველოსთვის დამღუპველი იქნებოდა“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კონფლიქტი უკრაინაში ამერიკასა და რუსეთს შორის პროქსი ომს წარმოადგენს.