რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინის აივანზე ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაცია “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.
მომხდარის შედეგად, არავინ არ დაშავებულა.