ახალციხეში მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცეს
„3 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მრავალშვილიან დედებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დედის დღე მიულოცეს,”- ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ იმ მრავალშვილიან 83 დედას, რომლებსაც 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, მერიისგან საჩუქრად ყვავილები და საოჯახო ნივთები გადაეცათ.
„მრავალშვილიანი დედები ოჯახებში პირადად მოინახულეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა დავით ტაბატაძემ და ჰამბარცუმ ბაბოიანმა, სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ინა კაპანაძემ, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან მიშველიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლებმა.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის და ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა დედას გილოცავთ დედის დღეს და გაზაფხულის დღესასწაულებს! “- ნათქვამია ინფორმაციაში.