ქურთებსა და თურქებს შორის ცეცხლის შეწყვეტა ოფიციალურად გამოცხადდა

ქურთებსა და თურქებს შორის ცეცხლის შეწყვეტა ოფიციალურად გამოცხადდა. 40-წლიანი კონფლიქტის დასრულების ინიციატორი თურქეთი იყო,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

უკანონო ქურთმა დაჯგუფება PKK-მ ცეცხლის შეწყვეტა თურქეთთან მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მისმა დაპატიმრებულმა ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა მოძრაობას იარაღის დაყრისა და დაშლისკენ მოუწოდა.

მოწოდება მიზნად ისახავდა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ოთხი ათწლეულის განმავლობაში შეიარაღებული ბრძოლის დასრულებას, რომლის დროსაც ათიათასობით ადამიანი დაიღუპა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციები PKK-ის წინააღმდეგ განახლდება, თუ ჯგუფის მიერ მიცემული დაპირებები არ შესრულდება და განიარაღების პროცესი შეჩერდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები