ზელენსკი – უკრაინა მზადაა, აშშ-სთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მოაწეროს ხელი
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის კვლავ მზადაა, ხელი მოაწეროს წიაღისეულის შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან.
მან ეს კომენტარი ლონდონში, ბრიტანულ მედიასთან გააკეთა და განმარტა, რომ მას სჯერა, შეუძლია გადაარჩინოს ურთიერთობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ოვალურ კაბინეტში მათი “ფეთქებადი” შეხვედრის შემდეგ.
“ჩვენი პოლიტიკაა, გავაგრძელოთ ურთიერთობა წარსულში მომხდარის მიუხედავად. ჩვენ კონსტრუქციულები ვართ. მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ წიაღისეულის შეთანხმებას და მჯერა, რომ აშშ ასევე მზად არის. მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობა აშშ-სთან გაგრძელდება. შესაძლოა, არის გარკვეული საკითხების გაანალიზების საჭიროება, მაგრამ მე უბრალოდ მინდა, რომ ტრამპმა უკრაინის პოზიცია მოისმინოს.”,- განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დასძინა, რომ შეთანხმებას, რომელიც მაგიდაზეა, იმ შემთხვევაში მოაწერენ ხელს, თუ მხარეები მზად იქნებიან, რადგან შეთანხმებას ორი მხარე ჰყავს.