“მხარს ვუჭერ ზელენსკის ტრამპთან კამათში” – ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს.

ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ ვლადიმერ პუტინი მატყუარაა და მისი ნდობა არ შეიძლება.

“პრეზიდენტმა ზელენსკიმ მრავალჯერ მიუთითა იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინი – მატყუარა და დამნაშავეა და ნდობა, რომ ის საკუთარ სიტყვას შეასრულებს ნებისმიერ ფორმაში, არ შეიძლება, ვინაიდან ის ყოველ ჯერზე გვაჩვენებს, რომ მზად არის, დაარღვიოს ნებისმიერი შეთანხმება. მე მხარს ვუჭერ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს”, – განაცხადა ტრუდომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები