მედვედევმა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრას “ტრამპის საწინააღმდეგო რუსოფობიური შაბაში” უწოდა
“ტრამპის მოწინააღმდეგეთა რუსოფობიური კრება შედგა ლონდონში, რათა ერთგულების ფიცი დაედოთ ნაცისტი არარაოებისთვის კიევში”, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ლონდონის საგანგებო სამიტზე ევროკავშირის ლიდერების შეხვედრას ეხმაურება.
“ეს სამარცხვინო სპექტაკლი ოვალურ კაბინეტში კლოუნის სიტყვიერ დიარეაზე უარესია. მათ ომის გაგრძელება ოკანასკნელ უკრაინელამდე სურთ!”, – წერს მედვედევი X-ზე.