„მოქალაქეებს, ვისაც საჭიროება აქვთ, შეუძლიათ, მიკროშტაბებიდან საკვები პროდუქტი გაიტანონ, მარაგები სავსეა” – გიორგი ურუშაძე
„მოქალაქეებს, ვისაც საჭიროება აქვთ, შეუძლიათ, მიკროშტაბებიდან საკვები პროდუქტი გაიტანონ”, – ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ურუშაძე აცხადებს.
“მარაგები სავსეა. ასევე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ხდება მედიკამენტების გაცემა. დარჩენილია რამდენიმე ერთეული სოფელი, სადაც ცენტრალური გზები ჯერჯერობით ბოლომდე გაწმენდილი არ არის, თუმცა მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ყველა სოფელთან დამაკავშირებელი გზა სრულად იქნება აღდგენილი.
მოსახლეობისთვის თითქმის, სრულად არის აღმოფხვრილი გაზმომარაგებისა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა“, – აღნიშნავს ურუშაძე.