“აქტიურად გრძელდება საკვები პროდუქტების და მედიკამენტების დარიგება, რომლის მარაგიც საკმაოდ დიდია ჩვენს მუნიციპალიტეტში” – ლანჩხუთის მერი
“აქტიურად გრძელდება საკვები პროდუქტების და მედიკამენტების დარიგება, რომლის მარაგიც საკმაოდ დიდია ჩვენს მუნიციპალიტეტში”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა.
„გრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ცენტრამდე გზები გაწმენდილია. მიმდინარეობს შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. აქტიურად გრძელდება საკვები პროდუქტების და მედიკამენტების დარიგება, რომლის მარაგიც საკმაოდ დიდია ჩვენს მუნიციპალიტეტში. მოსახლეობის ყველა მოთხოვნა და გამოწვევა, როგორიცაა გზების მიმართულებით, ასევე საკვები პროდუქტების, თუ მედიკამენტების მიმართულებით, ჩვენი მხრიდან დაკმაყოფილებული იქნება.
სიტუაციაში ჩართულია როგორც მერიის სამსახურები, ისე სამაშველო და სამხედრო ძალები. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ სამსახურს, რომელიც მუნიციპალიტეტს გვერდში უდგას“, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.