“ხულოში როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ძირითად მიმართულებებზე მოძრაობა აღდგენილია” – ჯამბულატ მელაძე

“ხულოში, ამ დროისთვის, მცირედი თოვაა. ამ წუთებშიც, მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები. ხულოში როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ძირითად მიმართულებებზე მოძრაობა აღდგენილია”, – ამის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ჯამბულატ მელაძე აცხადებს

მისი განმარტებით, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. 

“იყო მოქალაქეების მხრიდან მომართვიანობა, რომელთაც გაეწიათ შესაბამისი დახმარება. ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს მიეწოდება”, – აცხადებს ჯამბულატ მელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები