“ერთ-ერთ რთულ ლოკაციას წარმოადგენდა სოფელ სურებისკენ მიმავალი გზა – რამდენიმე დღეში გზა სრულად გავლადი იქნება” – გიორგი ურუშაძე
“აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზების წმენდა”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძემ განუცხადა.
„ერთ-ერთ რთულ ლოკაციას წარმოადგენდა სოფელ სურებისკენ მიმავალი გზა და უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს ამ გზის გაწმენდითი სამუშაოები. სოფელ სურებს ელექტროენერგია სრულად აღუდგა. რამდენიმე დღეში სურებისკენ მიმავალი გზა სრულად გავლადი იქნება”, – აღნიშნა ურუშაძემ.