ლანჩხუთის მერის მოადგილის, ეკატერინე გუჯაბიძის განცხადებით, სტიქიიდან გამომდინარე სრული მობილიზებაა, როგორც საკვები პროდუქტის კუთხით, ასევე მედიკამენტების მიმართულებით.
მისივე თქმით, პროდუქტების დარიგებაში ჩართულია თავდაცვის ძალები.
“სრული მობილიზებაა, როგორც საკვები პროდუქტის კუთხით, ასევე მედიკამენტების მიმართულებით. აღნიშნული პროდუქტების დარიგებაში აქტიურად არის ჩართული თავდაცვის ძალები, შესაბამისი ტექნიკით, ასევე გადაუდებელი და მუნიციპალური სამსახურები. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და შემოსული ზარების შესაბამისად ვახდენთ რეაგირებას”, – განაცხადა ეკატერინე გუჯაბიძემ.