“ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა ტექნიკური მარილი, გაწმენდილია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მისასვლელი გზა”,- ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მაიზერ ნანავა აცხადებს.
მისივე თქმით, ელექტროენერგია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მიეწოდება.
,,შეუფერხებლად მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, აღდგენილია სასწავლო პროცესი. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მიეწოდება ელექტროენერგია,” – აცხადებს მაიზერ ნანავა.