იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია: საკრაულას ხეობაში, ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა – ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფლის დადგენა

,,სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა. ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფლის დადგენა”,- ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთო და ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდა.

,,მათი ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაშორებული. თოვლის საფარი 3 მეტრზე მეტია.

უკვე დადგენილია ორი პირის საცხოვრებელი სახლი, სადაც თოვლზე მოძრაობის კვალია დაფიქსირებული. ამჟამად მესამე პირის საცხოვრებელი ბინის დაკვირვება ხორციელდება, რომელიც მთაში მდებარეობს. მის გადაადგილებას ვარძიის მიმართულებიდან აკვირდებიან.

ასევე, გზის გაკვალვას ცდილობს სოფლის საინიციატივო ჯგუფი”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები