ბათუმის მერი: თოვა შეწყდა – სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტად გრძელდება

,,თოვა შეწყდა, თუმცა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტად გრძელდება”, – ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის წყალმომარაგების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების მიმართულებით შეზღუდვები არ ფიქსირდება.

“სახურავებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული დაზიანების გამო, თავშესაფარში ან ქირით გადაყვანილია ჯამში 36 ოჯახი. ინფრასტრუქტურის დაზიანებებთან დაკავშირებით სტიქიის სალიკვიდაციო კომისიაზე მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები და განხორციელდება რეაგირებები.

ამ ეტაპისთვის წყალმომარაგების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების მიმართულებით შეზღუდვები არ ფიქსირდება.

ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, დასუფთავების სამსახურის მიერ 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს გატანის სამუშაოები”, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები