ხვალ, სტამბოლში, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ

რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციები 27 თებერვალს სტამბოლში მორიგ შეხვედრას გამართავენ, – ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის საელჩოების მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები იქნება განხილული.

„ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ჩვენი დიპლომატები და მაღალი დონის ექსპერტები შეხვდებიან და შეისწავლიან სისტემურ პრობლემებს, რომლებიც დაგროვდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უკანონო ქმედებების შედეგად, ხელოვნური დაბრკოლებების შექმნით რუსეთის საელჩოს საქმიანობაში, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ვუპასუხეთ და ასევე შევქმენით არასასიამოვნო პირობები მოსკოვში ამერიკის საელჩოს მუშაობისთვის”,- განაცხადა ლავროვმა.

მინისტრის თქმით, გაყინული რუსული აქტივების საკითხს არანაირი კავშირი არ აქვს საელჩოების ფუნქციონირებასთან, რადგან აქტივების საკითხი სახელმწიფო დონეზეა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ თემაზე ტექნიკური წინასწარი კონტაქტი უკვე შედგა. 18 თებერვალს, ერ-რიადში გამართულ აშშ-სა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მოლაპარაკებების დროს, მხარეები ორი ქვეყნის საელჩოების მუშაობის აღდგენაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები