სახალხო დამცველი და მისი პირველი მოადგილე გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს უკრაინის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდნენ

26 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი – ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე – თამარ გვარამაძე გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს უკრაინის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ურს დანიელ ენგელსს შეხვდნენ.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის მანდატზე და უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

“ხაზი გაუსვეს მიმდინარე საპროტესტო აქციების ზედამხედველობის საკითხებს და ამ მიმართულებით აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა მიმოიხილეს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები